Search type

Countries

Ecological  And Environmental Protection Association DEA

Ecological And Environmental Protection Association DEA


Country

Georgia

Description

გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“ დაფუძნებულია 2004 წელს და დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებში,საგანმანათლებლო -კულტურულ ღონისძიებებში,გარემოსდაცვით აქციებსა და პროექტებში.თავის საქმიანობას უმთავრესად განახორციელებს თვითდაფინანსებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.ორგანიზაციას წევრების სახით გააჩნია ინტელექტუალური რესურსი,რომელთაც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება პროექტების ორგანიზებისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა.ამას ადასტურებს ერთობლივად განხორცილებული პროექტები. 2010 წლიდან ორგანიზაცია ჩართულია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პროექტში :“დაასუფთავე საქართველო“.საკუთარი ინიციატივით და გამგეობის მხარდაჭერით განხორცილებული აქვს პროექტები“კლიმატის კვირეული“-(2010-2015წლებში),“დედამიწის დღე“.მოსწავლეთა კონფერენცია -„საზოგადოება ზრუნავს ბუნებაზე“.“დეას“ინიციატივით2013 წელს სენაკის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ეკოკლუბი „მწვანე ერთობა“,რომელიც ამჟამადაც აგრძელებს ფუნქციონირებას მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში და ხელმძღვანელობს „დეას“გამგეობის წევრი.“დეას“წევრები ინდივიდუალურად ჩართული იყვნენ და არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში.ასეთები არის: 1.საქართველოს სოფლის რეგიონებში ახალი,მდგრადი მეთოდების დანერგვა: სანიტარულ-პროფილაქტიკური პრობლემის გადაჭრის,უსაფრთხო სასმელი წყლისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ხელშეწყობის მიზნით.(განხორციელდა ნიდერლანდების საგარეოსაქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და WECF თანთანამშრომლობით). 2.საქართველოში კვირეულის ორგანიზება 2009-2010წლებში (განხორცილდა საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით) 3.ადგილობრივი პოტენციალის შექმნა სოფლად მდგრადი განვითარებისათვის ( განხორციელდა საქართველოსი ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებით) 4.დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ( განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით) 5.“სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ ( განხორციელდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“დაფინანსებით).

Fields

Rustaveli 2nd Lane # 4 Senaki, Georgia

https://www.facebook.com/Ecological-And-Environmental-Protection-Association-DEA-518836804960336/