Search type

Countries

Georgian Green Movement

Georgian Green Movement


Country

Georgia

Description

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გახდა ეროვნული პლატფორმის წევრი; • დაიწყო ბერნის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენების კუთხით; • ჩატარდა კლიმატის კვირეულები; • განხორციელდა ქ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის საწინააღმდეგო კამპანია მოსახლეობის ინტერესებისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების დაცვის მიზნით; • გრძელდება მონაწილეობა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის პროცესში და საჯარო განხილვებში. მათ შორის: - გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეროვნულ პროგრამის შემუშავებასა და მონიტორინგში; - მიწის რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების საკანონმდებლო ინიციატივისა და ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონპროექტის განხილვებში; • ჩატარდა შეხვედრა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ და მომზადდა დასკვნები; • გრძელდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავების აქციები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო ზოლში; • გრძელდება თანამშრომლობა დედამიწის მეგობრების, როგორც ევროპის ასევე ცენტრალური სამდივნოს ოფისთან, მის ცალკეულ ჯგუფებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (WECF, CAN); • გრძელდება აქტიური მონაწილეობა დიდი ჰესების საწინაღმდეგო კამპანიაში (ონი, ხუდონი, ნამახვანი, მესტიაჭალა -1, მესტიაჭალა-2, ხელედურა-3, სადმელ-ალპანა და ხვანჭკარა-ალპანას კაშხალი); • განახლდა ურთიერთობები გლობალური სატყეო კოალიციის - GFC-თან, (წევრი 2005 წლიდან); • მიიღო მონაწილეობა შეხვედრებში პოტენციურად დამაბინძურებელი საწარმოების საქმიანობაზე; ლობირება და ადვოკატირება ამ საწარმოების გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში; • გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,გენეტიკური რესურსებით სარგებლობის თანაბარი განაწილება“, ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-10 შეხვედრასთან დაკავშირებით (იაპონია. ქ. ნაგოია); • ჩატარდა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით; • დაიწყო მდგრადი ტექნოლოგიების (უსაფრთხო სასმელი წყალი ეკო- სანიტარული განახლებადი ენერგოტექნოლოგიების) დანერგვაზე ხელშეწყობა; • დაიწყო პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით) და კამპანიები: „დავასუფთაოთ საქართველო-დავასუფთაოთ მსოფლიო’’, „ლურჯი ნაკადული“ ( 2010-2018 წლები); • დაიწყო სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელების გაძლიერება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესებზე; • შეიქმნა „ლიდერთა სკოლა“ სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სწავლების მიზნით. (2012-2018 წლებში კურსდამთავრებული); • ჩატარდა თბილისის მეწყრული ზონების მონიტორინგი (2012 წ); • გაკეთდა ტრანსასაზღვრო საძოვრების მართვის შეფასება და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებისთვის, 2011; • გაძლიერდა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების კვლევები და მონიტორიგი; • დამონტაჟდა მზის წაყალგამაცხელებლები და ენერგოეფექტური ღუმელები ექსპლოატაციაში შევიდა ბიომასის (ხის ნარჩენებზე მომუშავე) საამქრო; • გამოვლინდა წითელი ნუსხის და სხვა იშვიათი და ენდემური სახეობები; • მომზადდა ანგარიში „საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების“ სიტუაციური ანალიზი - მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების მაგალითზე“ (ავტ. ბ-ნ პ. ცაგარეშვილი); • შეიქმნა სტიქიური ნაგავსაყრელების მონაცემთა ბაზა (პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში) და გაკეთდა სტიქიურად დაბინძურებული ტერიტორიების ადგილმდებარეობის, რაოდენობისა და ნარჩენების მოცულობის აღმნიშვნელი ინტერაქტიური რუკა; • დაფუძნდა კონკურსი - ”სუფთა რეგიონი” (ნომინაციები: სუფთა რეგიონი, სუფთა ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სუფთა სოფელი, ლამაზი ეზო, სუფთა ქუჩა და ლამაზი აივანი); • შემუშავდა და გამოიცა თემატური სახელმძღვანელოები და სპეციალური ჟურნალები; • ჩატარდა ტრენინგები ჟურნალისტებისთვის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; • მომზადდა საკომიტეტო მოკვლევისთვის საპარლამენტო წინადადება ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ (2018 წ.); • მონაწილეობა მივიღეთ 2015 წელს აფხაზეთში სამთავრობო დონეზე გამათულ შეხვედრაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე; • განხორციელდა ნარჩენების კოდექსის ლობირება და მის საჯარო განხილვებში მონაწილეობა; • შემუშავდა და მიღებულ იქნა მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის გეგმები; • შეჩერდა გუდამაყრის ჰესის მშენებლობა.

Fields

Georgia

https://www.greens.ge/